გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრები ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში არ შეიყვანა ისფედ-ი, რომელმაც ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მისცა ბიძგი

7-11-2022

დღეს ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შესრულების ანგარიშში კუბიულიუსმა, რასამ, ფოტიგამ და ნაცების რამდენიმე ლობისტმა პოლიტიკური თემები „შეაკვეხეს“ და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში არ შეიყვანა ისფედ-ი, ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა და ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მისცა ბიძგი- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქართული ოცნების მმართველობის უმთავრეს მიღწევად თავსმოხვეული „მედასავლეთეების“ გაშიშვლებას და ევროპულ სტრუქტურებში დაბუდებული ლობისტების მიმართ „თავის დახრის“ პოლიტიკის გაუქმებას მიიჩნევს. მისივე თქმით, ადამიანი, მით უმეტეს, ხელისუფალი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სამსახურში, უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესი და მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინოს ყველა ის თხოვნა, მითითება თუ მოსაზრება, რაც უცხოელებისგან მოდის.

 

„ქართული ოცნების მმართველობის უმთავრეს მიღწევად მივიჩნევ თავსმოხვეული „მედასავლეთეების“ გაშიშვლებას და ევროპულ სტრუქტურებში დაბუდებული ლობისტების მიმართ „თავის დახრის“ პოლიტიკის გაუქმებას. დიახ, ეს არის მოცემულობა, რომელიც მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში კი მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ამ ქვეყანაში და ამ მოცემულობას თაობები დააფასებენ. წინა რეჟიმმა შექმნა ყალბი განცდა, რომ ვინც უნდა იყოს, სახელის და გვარის მიუხედავად, რასაც უნდა ამბობდეს, არ შეიძლება პასუხი გასცე ან გააკრიტიკო ევროდეპუტატი, ელჩი და ასე შემდეგ... ადამიანი, მით უმეტეს ხელისუფალი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სამსახურში, უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესი და მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინოს ყველა ის თხოვნა, მითითება თუ მოსაზრება, რაც უცხოელებისგან მოდის. ეს შესავალი ევროპარლამენტარების მიერ, მორიგი სამარცხვინო ქმედების პასუხად დამჭირდა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შესრულების ანგარიშში კუბიულიუსმა, რასამ, ფოტიგამ და ნაცების რამდენიმე ლობისტმა პოლიტიკური თემები „შეაკვეხეს“. ასე მაგალითად, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრები ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას, პრეტენზია აქვთ სხვა კრიმინალების, გვარამიას, კეზერაშვილის, ჭუტას და აშ. საქმეებზე და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში არ შეიყვანა ისფედ-ი, ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა და ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს მისცა ბიძგი. ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ აი ეს ხალხი, კუბიულიუსი, ფოტიგა, რასა და ძმანი მისნი. ეს აგენტები და მათი უსამართლო ქმედებებია ჩვენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გამღვივებლები. ეს ხალხი ღიად იბრძვის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ!!!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.