გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილო: ქალბატონ მალგოჟეტას ვურჩევდი, დღეს 7 ნოემბერია და იქნებ ტვ იმედთან მისულიყო, და მცირე პატივისცემა და სინანული გამოეხატა

7-11-2022

,,პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა, რომელიც პერიოდულად საქართველოში იმისთვის ჩამოდის, რომ სააკაშვილი და გვარამია მოინახულოს, და მერე ამ კრიმინალების განთავისუფლებაზე იჭიჭყინოს,” - ასე ეხმიანებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის საქართველოში ჩამოსვლას. 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მავნებლებს, ვიცე-სპიკერი ქუთაისში წაუყვანიათ რაღაც ადგილის დასასუფთავებლად.

 

,,პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა, რომელიც პერიოდულად საქართველოში იმისთვის ჩამოდის, რომ სააკაშვილი და გვარამია მოინახულოს, და მერე ამ კრიმინალების განთავისუფლებაზე იჭიჭყინოს...ქუთაისში წაუყვანიათ მავნებლებს და რაღაც (სხვა!) ადგილი უპოვიათ და დაუსუფთავებიათ! თან, აღშფოთებულ-შეშფოთებულებმა განაცხადეს ყოფილი შინსახკომის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დავასუფთავეთო! სწრაფი და მავნებლური პერფორმანსის დაგეგმვის დროს ადგილიც შეშლიათ და დროც, შესაბამისად ძალიან უიღბლოდ და უნიჭოდ გამოიყურებოდნენ.

 

ისე, ქალბატონ მალგოჟეტას ვურჩევდი, დღეს 7 ნოემბერია და ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა მისი მეგობრების, სააკაშვილისა და გვარამიას ბრძანებით დარბეულ ტვ იმედთან მისულიყო, და მცირე პატივისცემა და სინანული გამოეხატა, შემდეგ კი პოლონეთში დაბრუნებულს უკრაინელი ლტოლვილები მოენახულებინა იქნებ რამე უჭირთ, იქნებ იქაც არის რამე დასასუფთავებელი ან ნაგავი გასატანი!”- წერს ნიკოლეიშვილი.