7-11-2022
„ფონდის მიერ დაწესებული 10 000-10 000 ლარი გადაეცა ოზურგეთის მერიის მიერ საპატიო ოზურგეთელის წოდებაზე ნომინირებულ ათიდან ცხრა ადამიანს, ყველას, ქალბატონი ნანა გოთუას გამოკლებით“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა, გადამოწმების გარეშე გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა ქალბატონ ნანა გოთუას, რომელიც მისი მეუღლე და საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ ხელმძღვანელია - ჯილდო საპატიო ოზურგეთელებისთვის სწორედ აღნიშნულმა ფონდმა დააწესა. ასეთი სიცრუის გავრცელება არც ლოგიკას, არც ჟურნალისტიკის სტანდარტებს და ეთიკას შეესაბამება. აშკარაა, რომ დეზინფორმაცია გამიზნული იყო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაციისთვის.
სინამდვილეში, ფონდის მიერ დაწესებული 10 000-10 000 ლარი გადაეცა ოზურგეთის მერიის მიერ საპატიო ოზურგეთელის წოდებაზე ნომინირებულ ათიდან ცხრა ადამიანს, ყველას, ქალბატონი ნანა გოთუას გამოკლებით.
მოვუწოდებთ ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეასწორონ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია“, - აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.