გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოქრიაშვილი „ოცნებას“: 2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე ოპოზიციაში გაგიშვებთ რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით!

8-11-2022

„ქართულ ოცნებას“ ახალიმესიჯიაქვს,რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კითითოეულ ოჯახს მდიდრულად,  წალკოტში უნდა ეცხოვრა და უფასო ფული, უფასო შუქი, უფასო გაზი უნდა ჰქონოდა - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე „ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, ან რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით; მაგრამ თუ გაბედეს და გააყალბეს არჩევნები, მაშინ ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას.

 

რაცშეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს არასდროს მოხდება! მსოფლიოსა და ევროპაში პოლიტიკური ამინდი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებიდან 1-2 წელიწადში, საქართველო არამარტო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

 

P.S ივანიშვილ-კობახიძემ თავადაც კარგად იციან, რომ სამთავრობო ცვლილებები გაცილებითადრე მოხდება, ვიდრე ისინი თავიანთ მომხრეებს აჯერებენ!" - აცხადებს ოქრიაშვილი.