გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კონკურსის „კოლეჯების აგრო-ლიგა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

8-11-2022

კონკურსი „კოლეჯების აგრო-ლიგა“ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.


კონკურსში მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აგრო  და გარემოსდაცვითი პროფილის სკოლის მოსწავლეთა კლუბები.  საკონკურსო თემები მოიცავდა მეხილეობას, მეფუტკრეობას, სატყეო საქმესა და გარემოს დაცვას.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონკურსის „კოლეჯების აგრო-ლიგა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

 

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, კონკურსი ხელს უწყობს აგრარული სფეროს პროფესიული განათლების სექტორის განვითარებას და აგრარული პროფილის სასწავლო პროგრამების მქონე  პროფესიული სასწავლებლების წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულების წარმოჩენას.

 

კონკურსი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (ADA) მიერ  ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის (ICI) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით.