გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა

8-11-2022

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შიდა გახმოვანებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს შარშანაც ჰქონდა ეკონომიკური ზრდა, როდესაც უკრაინაში ომი არ იყო და დარწმუნებულია, რომ არც „სავალუტო ფონდი“ აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. მისივე თქმით, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სავალუტო ფონდი ასევე ძალიან მაღალ სამომავლო პროგნოზს აკეთებს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა.

 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, შიდა გახმოვანებით ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა.

 

საქართველოს შარშანაც ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თუ სწორად მახსოვს მეორე ვიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. სავალუტო ფონდი დღემდე, დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით სამომავლო პროგნოზს აკეთებს ასევე ძალიან მაღალს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა ანუ, დინამიკა უცვლელი ექნება და გაგრძელდება ეს ტრენდი. შესაბამისად, არც შარშან ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და არც დარწმუნებული ვარ სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. რამდენად სპეკულაციურია და საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯი ლაგდება ალბათ ყველა ადვილად მიხვდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.