გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარეხ ნიჟარაძე: ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არა მარტო ადმინისტრაციულ რესურს ხარჯავენ, არაჯანსაღად იყენებენ ხალხის მიერ მინიჭებულ ნდობას

8-11-2022

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არა მარტო ადმინისტრაციულ რესურს ხარჯავენ, არაეფექტურად და არაჯანსაღად იყენებენ იმ ნდობას, რომელიც ხალხის მიერ აქვთ მინიჭებული - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარეხ ნიჟარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არგუმენტი, რომ ისინი მოსახლეობაში დადიან, არამართებულია.

 

„ხალხის ნდობის მანდატი იმისთვის გვაქვს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში როგორც საკრებულოს წევრებმა მივიღოთ მონაწილეობა, აქტიურად ვიმუშაოთ კომისიებში და დავესწროთ სხდომებს.

 

აუცილებელია ოპოზიციის ხმა ისმოდეს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოდან, ამისთვის არიან ისინი არჩეულები და არა ბოიკოტისთვის, რაც ძალიან მიუღებელია. თვითმმართველობისთვის, ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, წარმომადგენლობითი ორგანოსთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, რაც ცხადია მათ არ შეუძლიათ.

 

თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, აუცილებლია ოპოზიცია მონაწილეობდეს აღნიშნულ პროცესებში. ისინი არა მარტო ადმინისტრაციულ რესურს ხარჯავენ, არამედ არაეფექტურად და არაჯანსაღად იყენებენ იმ ნდობას, რომელიც ხალხის მიერ აქვთ მინიჭებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ ეფექტურად ,რომ მოსახლეობის მიერ მოცემული დავალებები შესრულდეს. ვფიქრობ, აუცილებელია გადაიხედოს ადმინისტრაციული ხარჯები, ვინ როგორ იყენებს ხალხის ფულს“ - აცხადებს მარეხ ნიჟარაძე.