გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილი: ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია

8-11-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, დიდ ბრიტანეთში ლონდონის პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს გამოფენაში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. წელს ლონდონის გამოფენაზე WTM საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10 ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია წარმოდგენილი.


„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობას საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ლონდონის გამოფენაზე ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოფენაში წარმატებით მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების კიდევ უფრო გაძლიერებას და აღდგენას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. წელს ის 43-დ გაიმართა. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ B2B შეხვედრების ფორმატში ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნონ ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები. გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. WTM-ზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას 3 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.