გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დევიდ ლი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუმპირებულია, პირდაპირ იღებენ თანხებს დონორებისგან, თუმცა საქმეს არ აკეთებენ და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ

8-11-2022

მიმაჩნია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კორუმპირებულია, პირდაპირ იღებენ თანხებს დონორებისგან, თუმცა არ აკეთებენ საქმეს და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ - ამის შესახებ ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლიმ „POSTV“-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ერთად მუშაობდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან და არწმუნებდნენ, რომ ინვესტიციები არ ჩაედოთ საქართველოში.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ბრიუსელში ყველას არწმუნებდა, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება, რაც ტყუილია.

 

„ისინი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ერთად მუშაობდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან და არწმუნებდნენ, რომ ინვესტიციები არ ჩაედოთ საქართველოში, მაშინ, როდესაც საქართველო ერთერთი საუკეთესოა ინვესტირების კუთხით და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც და მოლდოვასაც, ევროკავშირმა კი საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, რადგან ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ბრიუსელში ყველას არწმუნებდა, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება.

 

ეს კი ტყუილია, რადგან რეფორმებიც ტარდება და ბიზნეს ასოციაციაც ჩართული იყო ამ რეფორმებში. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუმპირებულია და პირდაპირ იღებენ თანხებს დონორებისგან, თუმცა არ აკეთებენ საქმეს და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ“ - განაცხადა დევიდ ლიმ.