გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

9-11-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა ევროკომისიაში.


შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე განიხილავენ საქართველოს ევროსტრუქტურებში მეტი ინტეგრაციის საკითხებს.


ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი შეხვდება ევროკომისრებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლოს და გაფართოების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განიხილავს.


ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ევროკონტროლის გენერალურ დირექტორ ემონ ბრენანთან, რომლის დროსაც განხილული იქნება ურთიერთობები სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.