გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

9-11-2022

კაფე-სანაყინე ლუკა პოლარე ის ადგილია, რომელსაც ჯელატოს ნაყინის მოყვარულები უკვე 14 წელიწადია, ზამთარ-ზაფხულ უდიდესი სიამოვნებით სტუმრობენ,  არა მხოლოდ ნაყინის, არამედ უგემრიელესი ყავისა და ნამცხვრების დასაგემოვნებლად ან,  უბრალოდ, სასიამოვნო ატმოსფეროში დროის გასატარებლად.


გადავწყვიტეთ, ლუკა პოლარეს ფანებისთვის ამ ბლოგით სასიამოვნო სიახლის მაუწყებლები გავმხდარიყავით - თიბისის მხარდაჭერით,ლუკა პოლარე გეგმავს ახალი, იტალიური და გერმანული დანადგარებით აღჭურვილი დიდი საწარმოს აშენებას, სადაც ჯელატოს ხაზის კიდე უფრო მეტი გემოსა და რაოდენობის ნაყინი დამზადდება.


„თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ჯელატოს საწარმოს ასაშენებლად მიწა უკვე შესყიდული გვაქვს, ამეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობის დაგეგმვა. ეს იქნება დაახლოებით 1500 კვ. მეტრამდეშენობა, რომლის აშენებასა და გამართვას 2 წელიწადი დასჭირდება და რომელიც დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. საწარმოში დასაქმდებიან პროფესიონალები, რომლებსაც ამ სფეროში თავად ვამზადებთ ადგილზე,“ - ამბობს კაფე-სანაყინე ლუკა პოლარეს დირექტორი, ტარიელ მახარაძე.


ლუკა პოლარეს ისტორია 2008 წელს, თბილისში, 20 კვ.მეტრში განთავსებული 15 სახეობის ჯელატოთი დაიწყო. დაარსების დღიდან, დამფუძნებლებმა მთავარ მიზნად მაღალი ხარისხის ჯელატოს ხაზის ნაყინიწარმოება-გაყიდვა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულება დაისახეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი მიაჩნიათ დღემდე ლუკა პოლარეს პოპულარობის მიზეზად, რაც უამრავ ერთგულ მომხმარებელზეც აისახება.


დღეისათვის ლუკა პოლარე მომხმარებელს თბილისის, ბათუმის, ქობულეთისა და რუსთავის 20 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს გარდა, მომხმარებელსკაფეს მყუდრო, კომფორტულ სივრცეში უკვე ლუკას საყოველთაოდ ცნობილი ყავის, ჩაის, ცხელი შოკოლადის, ფრეშის, სალათების, სენდვიჩებისა თუ პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებაც ხვდება. ამას ემატება მუდამ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და მეგობრული პერსონალი. ყველაფერი ერთად კი ლუკა პოლარეს საყვარელ კაფე-სანაყინედ აქცევს.


„ჩვენ გვყავს გუნდი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებელი  ლუკას მიღმა, ქუჩაში ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ პერსონალის შერჩევას და შემდეგ მათთვისაც სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი ქმნიან ლუკა პოლარეს სახელს - გარემოს, განწყობას, სივრცეს, სადაც თავი კომფორტულად უნდა იგრძნო, ანუ ადგილს, სადაც შეიძლება შენი ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო, ადგილს, რომელსაც უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლის სურვილები და მათგან წამოსული უკუკავშირი ჩვენს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს მათი და დროის მოთხოვნები და შესაბამისად, ყოველწლიური სიახლეებით ვამდიდრებთჩვენს სივრცეს, იგულისხმება როგორც გემოები, ასევე მომსახურების ფორმალური მხარეებიც,“ - ამბობს ტარიელ მახარაძე.


ახალი საწარმოს მშენებლობის დაგეგმვის პარალელურად, დამფუძნებლები ლუკა პოლარეს სამომავლო ფრენჩაიზინგის გეგმაზეც მუშაობენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლუკას  თავდაპირველ სტრატეგიას - მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ   და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ლუკა პოლერეში, ანუ ადგილზე, სადაც შეგიძლია ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო!