გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: კეზერას უნიჭო სპექტაკლების სერიიდან - დანაშაულებრივი თემის გადასაფარად ოლიგარქმა ავანსცენაზე მარიონეტი ნადირაძე გამოიყვანა, რომელმაც მელიას გადადგომა მოითხოვა

9-11-2022

კეზერას უნიჭო სპექტაკლების სერიიდან - მაშინ, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გერმანელ კოლეგებთან ერთად ბრიფინგს მართავდა და საზოგადოებას უყვებოდა საერთაშორისო თაღლითური სქემის აღკვეთაზე, რომლის სათავე კეზერაშვილთან მიდის, ოლიგარმა ავანსცენაზე მარიონეტი ნადირაძე გამოიყვანა, რომელმაც მელიას გადადგომა მოითხოვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ჩათვალეს, რომ თუ ამ პოლიტიკურ თემას "შემოაგდებდნენ", გადაფარავდნენ ქოლცენტრების სკანდალურ ამბავს.

 

„კეზერას უნიჭო სპექტაკლების სერიიდან - მაშინ, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გერმანელ კოლეგებთან ერთად ბრიფინგს მართავდა და საზოგადოებას უყვებოდა საერთაშორისო თაღლითური სქემის აღკვეთაზე, რომლის სათავე კეზერაშვილთან მიდის, ამ დროს ოლიგარმა უნიჭო სპექტაკლი დაგეგმა. მისი დანაშაულებრივი თემის გადასაფარად, ავანსცენაზე მარიონეტი ნადირაძე გამოიყვანა, რომელმაც მელიას გადადგომა მოითხოვა...

 

მათ ჩათვალეს, რომ თუ ამ პოლიტიკურ თემას "შემოაგდებდნენ", გადაფარავდნენ ქოლცენტრების სკანდალურ ამბავს... უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია, მაინც ყველამ იცის, განსაკუთრებით ევროპაში, რომ სწორედ კეზერაშვილის დავალებით ძარცვავდნენ პენსიონერებს მისი ბანდის წევრები“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.