გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა

10-11-2022

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, - ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა და კადრი სიმსონმა ისაუბრეს. 


„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი განხილვა ორმხრივ პროექტებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს თავისი კანონმდებლობა და რეგულაციები ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთ დღეს, როდესაც ჩვენი ბაზრები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული, არსებითი იქნება, რომ ჩვენი კანონმდებლობები ერთი და იმავე ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნებოდეს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე შემდგარია თანამშრომლობა, მაგრამ არის სამომავლო პერსპექტიული პროექტებიც", - განაცხადა ევროკომისარმა. 


როგორც სიმსონმა აღნიშნა, საქართველო  დიდი მოცულობით განახლებად ელექტროენერგიას აწარმოებს, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში იმაზე მეტსაც, ვიდრე ეს საჭიროა შიდა მოხმარებისთვის. ევროკომისრის თქმით, ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება იმის გასაანალიზებლად, რამდენად ეკონომიკურად მომგებიანი იქნება წყალქვეშა კაბელის მოწყობა ევროკავშირისა და საქართველოს დასაკავშირებლად. 


ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში, სადაც განხილვის მთავარი თემებია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.