პარასკევი, ივნისი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლევან დავითაშვილი: საქართველოს შეუძლია იყოს ლიდერი ევროკავშირთან რეგიონის ქვეყნების დაკავშირების პროცესში - ამისთვის გააჩნია ნდობა და უპირობო ისტორიული უპირატესობები

10-11-2022

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, რეგიონის ქვეყნების  ევროკავშირთან დაკავშირების პროცესში საქართველოს, როგორც სატრანზიტო დამაკავშირებლის როლი იზრდება და  ჩვენს ქვეყანას შეუძლია იყოს ამ პროცესის ლიდერი, რადგან საქართველოს გააჩნია ნდობა რეგიონის ქვეყნებს შორის და უპირობო უპირატესობები, რომლებიც ისტორიულად ჩამოყალიბდა. 


„მნიშვნელოვანია, რომ ეს  ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც იცოდნენ, ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან  და ვფიქრობ, რომ ევროპის მხრიდან ამ მიმართულებებით მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტი გვექნება. ასევე აღინიშნა და დადებითად შეფასდა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია რეფორმების კუთხით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებში" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში ევროკომისრებთან გამართული შეხვედრების შემდეგ. 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, აზერბაიჯანი და ზოგადად, რეგიონის ქვეყნები მჭიდროდ დაუკავშირდნენ ევროკავშირს საქართველოს მეშვეობით. 


შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც  მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში, მათ შორის ევროკომისრებთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლოს და გაფართოების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში. 


შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს ევროსტრუქტურებში მეტი ინტეგრაციის საკითხებს, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს.