გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა

10-11-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა.


მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისეთა“ ძალების, ასევე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საკითხებს.
 

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ბრიგადის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალიწინებულ ღონისძიებებზე, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
 

შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ლატვიის ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კასპარს პუდანსი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საველე-საწვრთნელ ბაზა „პალდოს“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც ესტუმრა.