გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა ოქრიაშვილი: ჩნდება კითხვა - ქოლცენტრებში კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

10-11-2022

10 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე  წლებია, მუშაობს „ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი  ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი „ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს?და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ -  თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"ვერცერთი უკანონო ქოლცენტრი, ვერცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე. აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი არა ჩვენმა, არამედ გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს.

 

ასე რომ, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს დაჩნდება კითხვა:  „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

 

„ოცნებასთან“ არადაახლოებული პირი საქართველოში „ქოლცენტრს“ ვერ ამუშავებს!" - აცხადებს ოქრიაშვილი.