გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა

10-11-2022

რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა - ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს, ცდილობენ, ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ და საბოლოო ჯამში თვითონ გახდნენ რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რადიკალიზმმა რომელსაც ისინი აღვივებდნენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ნაციონალური მოძრაობის შიგნით გადაინაცვლა.

 

„დღეს რასაც ვხედავთ ეს არის პოლარიზაცია ნაცმოძრაობის შიგნით, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ნაცმოძრაობის შიგნით, რაც კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობა სუსტდება, კიდევ უფრო მეტად დასუსტდება და ასეთ პირობებში შანსი ეძლევა სხვა, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ამ პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივესალმებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.