გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური ომის პარტია, აქ არის ლოკალური ომის პარტია და ესენი ერთმანეთს ამაგრებენ

10-11-2022

,,მიკერძოებასაც არ ვიტყოდი, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს და მერე ახერხებენ ევროპარლამენტის ან საგარეო კომიტეტის დონეზე საკუთარი ჩანაწერების გატანას,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ეთერში ცალკეული ევროპარლამენტარებზე საუბრის დროს განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მათ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ერთმანეთს ამაგრებენ.

 

,,კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური ომის პარტია, აქ არის ლოკალური ომის პარტია და რა თქმა უნდა, ესენი ერთმანეთს ამაგრებენ. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა სინამდვილეში. ძალიან კარგად იცის ყველამ, ჩვენ გვისაუბრია ყველა მათგანთან, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში. სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის იგივე მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილს შეხვდნენ ვიდრე საქართველოში წამოვიდოდა და გაუპრავეს საქართველოში ჩამოსვლა ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა.

 

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ახლა სააკაშვილს ესარჩლებიან, ის არის, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რადგან გარეული იყვნენ ამ კაცის საქართველოში ჩამოსვლაში. ახლა პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა გამოესარჩლონ. მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, ანუ ძალიან კარგად იციან სინამდვილეში ამ ადამიანებმა კუბილიუსი, რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე, ძალიან კარგად იცოდა რა სისხლიანი რეჟიმიც ქონდა ჩამოყალიბებული და იმის მფარველი იყო. იცოდა და მფარველობდა. 2012 წლის შემდეგაც ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, სააკაშვილი, გვარამია, კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, არის იქ გლობალური ომის პარტია, აქ ლოკალური ომის პარტია და აქ ხდება ინტერესების თანხვედრა,’’ - განაცხადა კობახიძემ.