გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანამ გვერდი აუაროს იმ მძიმე მოვლენებს, რომელიც არის რეგიონში, საქართველოში არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და შევინარჩუნოთ მშვიდობა

10-11-2022

ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ გვერდი აუაროს იმ მძიმე მოვლენებს, რომელიც არის რეგიონში. ანუ, საქართველოში არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ბოლომდე მივყვებით ამას. იმედია მალე დასრულდება ომი. ეს როგორც უკრაინელი ხალხის, ასევე მთლიანად ევროპის კონტინენტის და მსოფლიოს ინტერესებშია. გვინდა, რომ მშვიდობით გავიდეთ ბოლომდე ამ უმძიმეს პროცესებში, რაც რეგიონში ვითარდება. ამასთან ერთად მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შესაძლებლობები გამოვიყენოთ- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" ეთერში განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა პირდაპირი მცდელობა, რომ ესკალაცია გამოეწვიათ ხელოვნურად, რაც პირდაპირ ნიშნავდა სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას.

 

მისივე თქმით, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ და ამჟღავნებდნენ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან რამდენიმე სუბიექტმა გაბედა და მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა.

 

„რაც შეეხება ამ ადამიანებს, მათ შორის, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, მათ ჰქონდათ პირდაპირი მცდელობა, რომ ესკალაცია გამოეწვიათ ხელოვნურად. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ სანქციების დაწესების მოთხოვნა, რაც თვითონვე უარყვეს. თვითონვე თქვეს რომ სანქციების დაწესებას არ ემხრობიან.

 

ვაშაძე გამოვიდა პარლამენტში და თქვა, რომ არ ემხრობა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და დასავლურ სანქციებთან მიერთებას, მაგრამ მანამდე სხვა რიტორიკა ჰქონდათ. ითხოვდნენ თვითმფრინავით, მთავრობის ნებართვით მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რაც პირდაპირ ნიშნავდა სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. დღემდე გვეუბნებიან რომ ჩვენი რიტორიკა არ არის საკმარისად აგრესიული რუსეთის მიმართ.

 

მაშინ, როდესაც ყველა პლატფორმაზე ყველანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ და ყველანაირად დავგმეთ რუსეთის აგრესია, სადაც საჭირო იყო. უბრალოდ , ამას ვაკეთებთ დიპლომატიური და პოლიტიკური ენით და არა იმ როტორიკით, რომლითაც მაგალითად მათი ბელადი გამოირჩეოდა თავის დროზე, ლილიპუტინებს რომ იძახდა. სადაც პრინციპულობაა საჭირო, ყველგან გამოვხატავთ ჩვენ პრინციპულ პოზიციებს. უკრაინის ხელისუფლებაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა. დანილოვი, არისტოვიჩი, პოდოლიაკები და სხვები პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტს. რასაც სხვები ვერ ბედავდნენ და ვერ ამჟღავნებდნენ, ამ ადამიანებმა ეს პირდაპირ თქვეს. სულ რამდენიმე სუბიექტია, ვინც გაბედა და მეორე ფრონტისკენ პირდაპირ მოგვიწოდა. ესენი არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რამდენიმე კაცი, უმაღლესი ხელისუფლების პირები, ესენი იყვნენ ქართული ენჯეობის ხელმძღვანელები პოლიტიკოსები.

 

ბოლოს, მაგალითად ე. წ ზურა გირჩი ჯაფარიძემ პირდაპირ დაუკავშირა სტატუსის არ მიღება ომში არ ჩართვას. მან სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ ჩვენთვის სტატუსის არ მინიჭება იყო პასუხი კითხვაზე აბა ომი გინდათ. პირდაპირ თქვა მან ეს, იმიტომ არ მიენიჭა საქართველოს სტატუსი, რომ არ ჩავერთეთ ომში. წამოსცდა მას ეს. ხატია დეკანოიძეს და სხვა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ ასეთი წამოცდენები. მაგრამ, სინამდვილეში ეს წამოცდენები არ არის. მათ გამოხატეს ის პოზიცია, რის გარშემოც ტრიალებს ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია და საგარეო კომიტეტის რეზოლუცია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.