გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას - დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია

10-11-2022

იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი "რჩევა-დარიგებები" იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე ეუთო ოდირის დასკვნას.

 

„ჯერ კიდევ გუშინ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "გვიქადაგებდა" - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ.

 

მოგვიანებით, OSCE/ODIHR-მა (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი) ამერიკის შუალედურ არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა დადო, სადაც ერთ-ერთ შეფასებაში აღნიშნულია - არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია. ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას - დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

 

იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი "რჩევა-დარიგებები" იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.