გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვივნენ

10-11-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო  ტურიზმის სტიმულირების მიზნით ინფო ტურებს აგრძელებს.  ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები  ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვივნენ. ტურში გიდები, ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები მონაწილეობდნენ.

ინფო ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჩხის ჩანჩქერი და  საირმის სვეტები მოინახულეს. რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურად მათთვის ღვირიშის ჩანჩქერზე- კანიონინგი,  მდინარე რიონზე კი ჯომარდომა გაიმართა. რაც შეეხება ღვინის ტურიზმის მიმართულებას, სოფელ ქორენიში ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის  რთველი და  ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.  

ცაგერის შემდეგ ტურის მონაწილეები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ, დაათვალიერეს კურორტი მუაში და  სოფელს საშაში ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმროს ეწვივნენ.

ტურ-ოპერატორების განცხადებით, ყველა ლოკაცია, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეარჩია სამომავლოდ მათ მიერ დაგეგმილ და ტურისტებისთვის შეთავაზებულ მარშრუტებში მოხვდება.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები „Gitoa" – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, "GTA" – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

ინფო ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.