გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში გამწვანების აქცია გაიმართა

10-11-2022

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.

 

მუნიციპალიტეტს ნარგავები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა.

 

აქციის ფარგლებში 7 სახეობის ხე-მცენარე საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სკვერებში დაირგო. სოფელ ზემო რენესა და კასპის #4 საბავშვო ბაღებში, კოდისწყაროს საჯარო სკოლაში, კასპში მიკრორაიონის სკვერში და სოფელ ლამისყანაში.

 

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობენ. ნერგების შეძენას კი ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

 

აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა.

 

გამწავანების აქციას შეუერთდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი.

 

„მწვანე გარემო, ეს არის _ ჯანმრთელი, სუფთა გარემო. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდი "ორქისს" ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.