გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ქალბატონო კელი, ესაა ბაიდენის დემოკრატია, ამით ერთობა ბაიდენი?

10-11-2022

ეუთოს დასკვნა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ატარებს კრემლის პოლიტიკას - ასე უნდა იუწყებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თუმცა შეშფოთებაც შერჩევითი ყოფილა - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ქადაგიძე აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმიანება, რომლის თანახმად, შუალედირ არჩევნებში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სისტემის თანამშრომელთა შევიწროებას და მუქარას, სახეზე იყო ისეთი სისტემური გამოწვევები, როგორიცაა ხმებით მანიპულირება. ქალბატონო კელი,  ესაა ბაიდენის  დემოკრატია, ამით ერთობა ბაიდენი? - სვამს კითხვას ქადაგიძე.

 

"ეუთოს დასკვნა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ატარებს კრემლის პოლიტიკას. -ასე უნდა იუწყებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თუმცა შეშფოთებაც შერჩევითი ყოფილა... ქალბატონო კელი,  ესაა ბაიდენის  დემოკრატია, ამით ერთობა ბაიდენი? ისე რა სასწაულია,  მკვდარი სულების პრობლემა საქართველოში მეგონა და ამერიკაში, არჩეული მკვდრები ყოლიათ ..." წერს ქადაგიძე Facebook-ზე.