გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამი ბინა საბურთალოზე, თიანეთში საჩუქრად მიღებული ობიექტები და 20 ათას დოლარად შეფასებული „ბე ემ ვე“ - რა ქონებას ფლობს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე

29-06-2018

ქალაქ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, ბონდო მამულაშვილი უძრავ ქონებას რუსთავში, თბილისსა და თიანეთში ფლობს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (declaration.gov.ge). დეკლარაციის მიხედვით, მამულაშვილს ქალაქ რუსთავის მერის განკარგულებით მე-18 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი (450კვ.მ) გადაეცა. ასევე, მას ეკუთვნის რუსთავის შემოსასვლელში მდებარე 900 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. რუსთავის საკრებულოს წევრს თიანეთში, სოფელი ტუშურებში გაფორმებული ორი მიწის ნაკვეთი აქვს, რომელთა ფართობებია 3895 კვ. მ და 2232 კვ. მ და ერთი საცხოვრებელი სახლი (480 კვ. მეტრი). თიანეთში არსებული სამივე უძრავი ქონება მან საჩუქრად მიიღო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე, ბონდო მამულაშვილმა 2011 წელს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე 130 000 დოლარის ღირებულების ბინა (130,8 კვ.მ), 30 000 დოლარის ღირებულების სხვენი (125,01 კვ.მ) და 8 000 დოლარის ღირებულების ავტოფარეხი ( 12,93 კვ.მ) შეიძინა. მანვე, თბილისში გაგარინის ქუჩაზე 2015 წელს შეიძინა ორი ბინა. ერთ-ერთი ბინის (59,1 კვ.მ) ფასი 65 000 დოლარია და მეორე ბინაში, რომლის ფართობიც 51,03 კვ. მეტრია, 55 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის თანახმად, მამულაშვილის მოძრავი ქონება 2012 წელს შეძენილი 20 000 დოლარის ღირებულების მქონე "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანაა. ბონდო მამულაშვილი იყო შპს "ბილდინგის" 100%-იანი მესაკუთრე და დირექტორი.