გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მონოლითი ჯგუფი”კრწანისში საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

11-11-2022

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით „მონოლითი ჯგუფი“კრწანისში ახალსაცხოვრებელ კომპლექს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 13,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია სრულად მოხმარდება სამშენებლო სამუშაოებს.

 

„საქართველოს ბანკთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოგვეცა. ჩვენი კომპლექსის ფართობი 12 ჰა-ზეა გაშლილი, რომელიც  საცხოვრებელ სახლთან ერთად, კომერციულ სივრცეს, რეკრეაციულ ზონას, პარკინგს, სპორტულ მოედანს, გამწვანებულ გარემოს, სარბენ ბილიკს, საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სკოლას და საბავშვო ბაღს მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ აშენებულისაცხოვრებელი ბინები ენერგო ეფექტური იქნება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება“, - განაცხადა „მონოლითი ჯგუფის“ დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ.

 

„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე 300 ადამიანი დაასაქმა. მონოლით ჯგუფთან ერთად უკვე ცხრა წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რაც გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტ პროექტზე ვიმუშაოთ მათთან ერთად. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.