გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი: არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა

12-11-2022

,,სამ კაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, სამ კაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ. ფაქტია, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, რადგან უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან,’’ - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას განცხადებაზე, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ქუდზე კაცი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.

 

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ომის პარტიებს ქაოსის გამოწვევა სურთ. თუმცა, მისი თქმით, მათ საზოგადოებამ სათანადო პასუხი გასცა.

 

,,ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან და ახლა მათგან საუბარი 12 პუნქტის არშესრულებაზე ყველაზე დაბალ პოლიტიკურ სტანდარტსაც სცდება. მაგრამ, არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონო საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათ ეს გეგმა ჰქონდათ ზაფხულში, როდესაც, ასევე, კანდიდატის სტატუსი თემით უნდოდათ არეულობა და ქაოსი გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ მტკიცე უარი უთხრა.

 

როგორც ჩანს, ომის პარტიებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არც იმის რესურსი არ აქვთ, რომ ამ შეცდომებზე გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება,’’ - განაცხადა იონათამიშვილმა.