გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ბიოწარმოებით დაინტერესებულ მევენახეებს შეხვდა

13-11-2022

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ბიოწარმოებით დაინტერესებულ მევენახეებს  შეხვდა.

 

შეხვედრაზე ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს მევენახეებს, რომელთა მეურნეობებში არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე   გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.

 

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მზარდია ბიოპროდუქტების მიმართ  მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს პროგრამას ვახორციელებთ. პროგრამა განსაკუთრებულ პირობებს ითვალისწინებს მევენახეობის დამეფუტკრეობის მიმართულებით.  მიზნობრივი პროგრამა გავაცანით როგორც დამწყებ, ასევე  სერტიფიცირების პროცესში მყოფ მევენახეებს, რათა მათ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და მიიღონ  ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო სთავაზობს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

 

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით,  მევენახეებისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს ანაზღაურება, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 5100 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარს თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსებაარაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 2900 ლარით.  პროგრამის ფარგლებში, გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.

 

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე  გადასვლის, კერძოდ,  ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე   თაფლისა და ცვილის  წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის  ანაზღაურებას.