ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ნინო თანდილაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში, ადაპტაციის ფონდის დირექტორს შეხვდა

13-11-2022

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ადაპტაციის ფონდის დირექტორს, მიკოო ლიკაინენს შეხვდა. 


ადაპტაციის ფონდი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, რადგან წლების განმავლობაში ამ ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენს ქვეყანაში.


ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა მდ. რიონის აუზში განხორციელებულ პროექტს - „კლიმატზე მორგებული წყალმოვარდნების და წყალდიდობების მართვის მდგრადი პრაქტიკის შემუშავება საქართველოს მოწყვლადი თემების დასაცავად”, რომლის საბოლოო შედეგი იყო კატასტროფების რისკის შემცირება.


აღნიშნული პროექტის მაგალითზე საქართველომ შემდგომ შეიმუშავა სრულმასშტაბიანი პროექტი იგივე მიმართულებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. 


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადაპტაციის ფონდის მიერ საძოვრების მართვის მიმართულებით დაფინანსებული პროექტის განხორციელების საკითხები და სამომავლო შესაძლებლობები, ინოვაციური პროექტების დაფინანსების ჩათვლით.