13-11-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს ახალი სათამაშოები აქვს.
ბავშვებისთვის 15 000 ლარამდე ღირებულების, მაღალი ხარისხის და სხვადასხვა დასახელების უსაფრთხო სათამაშოების კომპლექტი, ქველმოქმედების მიზნით, კომპანია “რიზორთ ბლუ დაიმონდმა” შეიძინა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გადაეცა.
საბავშვო ბაღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, კომპანიის დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ და მრავალფეროვანი და ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სათამაშოებით პატარები გაახარეს.
ახალი სათამაშოები, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღის 32-მა ჯგუფმა მიიღო.