პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
მთავრობის მეთაური საზოგადოებას ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ულოცავს

13-11-2022

13 ნოემბერს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარ თავდადებას აღვნიშნავთ - ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.


ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ქართველი ხალხის სულიერ ღირებულებებს და განამტკიცებდა რწმენას.


"ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენი ხალხის სულიერ ღირებულებებს, განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, და ასე იქნება მუდამ.გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას.ღმერთი ფარავდეს საქართველოს,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.