გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს

13-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მთავრობის მეთაური ნოდარ ნათაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.


პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ნოდარ ნათაძემ განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.


"მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.


მან თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.

ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.