გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

14-11-2022

ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ტურ-ოპერატორებს უმასპინძლა. 


უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ინფო-ტური ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანაორგანიზებით გაიმართა.


ტურის ფარგლებში სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები თბილისსა და კახეთს ესტუმრნენ. ტურ-ოპერატორები გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაინტერესდნენ საქართველოს ღვინისა და გასტრო ტურიზმის პოტენციალით. ტურის ფარგლებში მოეწყო კულინარიული მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია.


ინფო-ტურის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და  ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.