გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 33.5 პროცენტით იმატა

14-11-2022

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 226.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (34.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 10 680.6 მლნ. აშშ დოლარი (33.2 პროცენტით მეტი).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6 134.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა.