გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ზარქუა ნაცმოძრაობაზე: იქ მთავარია კეზერაშვილი, რომელმაც ჩვენ გმირ ბიჭებს ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი გახდა და ნაცმოძრაობას და ცალკეულ ტელევიზიებს აფინანსებს

14-11-2022

მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ჩალის ფასი აქვს, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე კონკურენტები არიან - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ესენი ჭანჭიკები არიან, იქ მთავარია კეზერაშვილი, რომელმაც ჩვენ გმირ ბიჭებს ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი გახდა და ახლა ნაცმოძრაობას და ცალკეულ ტელევიზიებს აფინანსებს.

 

მისივე თქმით, მცდელობაა, რომ რადიკალიზაცია მოხდეს, კლანებს შორის დაპირისპირება გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის.

 

“მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ახლა ჩალის ფასი აქვს. ამას გააკეთებს, ხაბეს ვიცნობ , ჩემი ძველი მეგობარია. ეს ხომ მარაზმია, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე იბრძვიან, კონკურენტები არიან. სხვათა შორის, მე ბატონ რომან გოცირიძეს ვისურვებ, ყველაზე აკადემიური, გამოცდილი კაცია და ადეკვატური, მე მხარს ვუჭერ მას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.

 

რაც უნდათ ის უქნიათ, ეს მათი შიდა სამზარეულოა, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე დამთავრებულია მათი ამბავი. იქ რეალურად რა ხდება, ესენი ხომ ჭანჭიკები არიან, იქ მთავარია კეზერაშვილი, ჩვენ გმირ ბიჭებს რომ ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი რომ გახდა შემდეგ, ამ ადამიანის ფულია, ცალკეულ ტელევიზიებსაც აფინანსებს და ნაციონალურ მოძრაობასაც, გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება ნაცმოძრაობაში“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.