გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვატო შაქარიშვილი: დევიდ ლის, ჩამოსვლისთანავე მოუწია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უმსხვილესი კომპანიის(მაგთი) მართვა. საკუთარ თავზე გადაიტანა რეპრესიები, არ გაქცეულა, დღემდე საქართველოში ცხოვრობს და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს

14-11-2022

ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავდა. “კუდში” და “სოდში” კი არა, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს და სიტყვის თავისუფლების და დიადი ევროპული მიზნების სახელით “გაპრესეს” და საკუთარი დაფუძნებული ორგანიზაციიდან წასვლა მოთხოვეს. იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები სამართლიანად გააკრიტიკა და ამხილა! კაპიტანი გიგაურის კრიტიკა კი, ევროკავშირის ელჩმა და ევროპარლამენტარებმა სახეში გაწნილი სილასავით მიიღეს და სადამსჯელო ღონისძიებებიც გაატარეს! - წერს „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი დევიდ ლის განცხადების შესახებ.

 

შაქარიშვილის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებით, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი ფეხქვეშ გათელეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ადამიანი, აზრის გამოხატვის გამო დასაჯეს!

 

„წარმოგიდგენიათ, რას ყვება დევიდ ლი…?! ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ევროკავშირის ელჩი, ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, გარჩევებს უწყობდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ! ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ დევიდ ლიმ დატოვა “ევროპული ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელის პოსტი. გასაგებია, რატომ “უპრავებდნენ” სააკაშვილს სხვა ყველა სისასტიკესთან ერთად ბიზნესზე ძალადობას იმიტომ, რომ თვითონაც ამ “ღირებულებების” ხალხია.

 

დევიდ ლის, ჩამოსვლისთანავე მოუწია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უმსხვილესი კომპანიის(მაგთი) მართვა. საკუთარ თავზე გადაიტანა რეპრესიები, არ გაქცეულა, დღემდე საქართველოში ცხოვრობს და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავდა. “კუდში” და “სოდში” კი არა, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს და სიტყვის თავისუფლების და დიადი ევროპული მიზნების სახელით “გაპრესეს” და საკუთარი დაფუძნებული ორგანიზაციიდან წასვლა მოთხოვეს. იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები სამართლიანად გააკრიტიკა და ამხილა! კაპიტანი გიგაურის კრიტიკა კი, ევროკავშირის ელჩმა და ევროპარლამენტარებმა სახეში გაწნილი სილასავით მიიღეს და სადამსჯელო ღონისძიებებიც გაატარეს! დევიდ ლის საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი! აღნიშნული ქმედებით, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი ფეხქვეშ გათელეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ადამიანი, აზრის გამოხატვის გამო დასაჯეს! სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და აუცილებლად მიმაჩნია გამოძიების დაწყება!“ - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.