გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წელს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 95%-იანი შედეგით იმუშავა, რაც დადებითად აისახა წლევანდელ უხვმოსავლიან რთველზე კახეთში - თავდაცვის მინისტრი

14-11-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „ბიზნესი“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მაღალეფექტიანობაზე ისაუბრა, რაც დადებითად აისახა წლევანდელ უხვმოსავლიან რთველზე კახეთში. 


„წელს კახეთში სეტყვის 277 სარისკო ზონა დაფიქსირდა და 95% - იანი შედეგით იმუშავა ჩვენმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც არის სრულად განახლებული. გვქონდა არნახული შედეგი, ფაქტობრივად ზიანი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


მინისტრმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება.


„ეს სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება, ჩვენ ვგეგმავთ სისტემების გაფართოებას. არის სხვადასხვა მოტივები, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ამ სისტემების ქალაქების თავზე გამოყენება, არ შეგვიძლია საფრენ მონაკვეთებში სისტემების გამოყენება და სხვა, თუმცა, ის შედეგი, რაც ჩვენ წელს მივიღეთ, იყო იდეალური და ვეცდებით, რომ ყოველ წელს გვქონდეს ანალოგიური შედეგი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.