გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

14-11-2022

მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეექვსე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.


საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.


გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 113 ერთეული საძოვრის მონაცემები.მათ შორის, ასპინძა - 1, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 6, ბორჯომი - 8, დმანისი - 22, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 3, დედოფლისწყარო - 19, თელავი - 5, სიღნაღი - 3, ყვარელი - 12, ახმეტა - 4,  მცხეთა - 1, ყაზბეგი - 1,გორი - 3, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, სენაკი -2, ონი - 2.


„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთ  ეტაპად გამოქვეყნდა იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მონაცემები, სულ 317 ერთეული საძოვარი საერთო ფართობით - 36,387 ჰექტარი. 


196 საკადასტრო კოდზე შერჩეულია პოტენციური მოიჯარე 25,549 ჰა ფართობის საძოვრის იჯარით გადაცემაზე. აუქციონები ჩატარდა 61 მიწის ნაკვეთზე საერთო ფართობით 10,607 ჰა. მონაწილეებს პირდაპირი წესით გადაეცემა 105 მიწის ნაკვეთი და დეკემბერში გაფორმდება ხელშეკრულებები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.


„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს  დაამტკიცა. პროგრამა  მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას  აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ  რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.