გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

2-07-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ოზურგეთის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მომსახურება გაეწია 200-მდე ბენეფიციარს.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ხელმძღვანელი, ლაშა ჭელიძე და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.