გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაშა ხუციშვილი ევროპაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

15-11-2022

საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულმა დირექტორმა ევროპაში, რანა კარადშემ.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე და IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.


საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი.


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.