გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2021 წელს მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარს გაუტოლდა

15-11-2022

დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 21.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

 

საქსტატის ინფორმაციით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

 

უწყების ცნობითვე, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი) და განათლება (4.7 პროცენტი).

 

ამასთან, 2021 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (12.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.9 პროცენტი), ხელოვნება გართობა და დასვენება (47.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (29.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (21.2 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (44.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (30.1 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (34.0 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის (-23.9 პროცენტი) დარგში.