გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ექსკლუზივი: ე.წ. ქოლცენტრების საქმე – კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ

15-11-2022

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, “კვირას” მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.


კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.


შეგახსენებთ, რომ კურტ ვოლკერი სტაჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსანია და ის წლების მანძილზე იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს ფავორიტი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.


თავისთავად ცხადია, რომ ამ რანგის მაღალჩინოსნები ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ და არ დგამენ. შესაბამისად, ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რატომ შეხვდა ვოლკერი კეზერაშვილს და რა გზავნილები გაცვალეს მათ ლონდონში შემდგარ შეხვედრაზე.