გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომან გოცირიძე: მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ მეტი სკოლები

16-11-2022

მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები - ამის შესახებ Facebook-ზე ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე წერს.

 

გოცირიძე მიიჩნევს, რომ  ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა.

 

"ერთ  ფოტოზე მოცემულია ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული. აქედან ხუთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. საქართველო ლიდერებს შორისაა. მეორე ფოტოზე ასახულია მსოფლიოში ცხოვრების დონით (რამდენიმე მაჩვენებლიდანაა გამოყვანილი) ყველაზე მოწინავე ქვეყნების ათეული. პირველი ფოტოში მოცემული ქვეყნებიდან მეორეში რომ არცერთია, ეს არცაა გასაკვირი. რელიგიური ათეულიდან  საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში მხოლდ ორმოცდაათეულთან  ახლოსაა. რელიგიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი შეიძლება საკამათო იყოს, რადგან ბევრ რამეს ისტორიული კონტექსტი განაპირობებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ვერსად გაექცევი. მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები. ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა. სხვათა შორის, ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე “უბედურ” ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, 106-ე ადგილზეა 150 ქვეყანას შორის. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 50 ქვეყანა ყველაზე მეტი რელიგიურობით გამოირჩევა" - წერს რომან გოცირიძე.