გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგებთან ერთად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

16-11-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები" გახსნა. კომისიის წევრმა ტელეკომუნიკაციების სექტორში კონკურენციის მნიშვნელობასა და კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა კომუნიკაციების კომისიისა და კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს.


„2020 წლის ნოემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც მკაფიოდ განისაზღვრა დარგობრივი მარეგულირებლების უფლებამოსილება, ეკონომიკის რეგულირებად სექტორში კონკურენციის შესაძლო დარღვევების განხილვისას იხელმძღვანელონ სწორედ აღნიშნული კანონით. ამის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ შესაბამისი ბაზრების წინასწარი (ე.წ. ex-ante) რეგულირების გარდა დაიწყო ექს-პოსტ რეგულირების განხორციელებაც. ამჟამად, კომუნიკაციების კომისია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში განიხილავს საჩივარს, რომელიც დაკავშირებულია მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებების ბაზართან. იქიდან გამომდინარე, რომ „კონკურენციის შესახებ" კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიისთვის პრეცედენტულია, საკითხის შესწავლა კანონის შესაბამისად მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით.


კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება ასევე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდგომ. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი ელექტრონული კომუნიკაციებისთვის გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ. აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება კომუნიკაციების კომისია, რომელიც საკუთარ ფუნქციებს შეასრულებს შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით." - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.


შეგახსენებთ, რომ 16-17 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის ორგანიზატორები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არიან.


კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.