გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიზნესდაჯილდოება 2022 -ის ფინალისტები ცნობილია

16-11-2022

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნესდაჯილდოება 2022, ჟიურიმ ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. სულ 5 ნომინაციაში 15 ფინალისტი შეირჩა.

  1. საუკეთესოპროდუქტი
  • POSTRED
  • Logicemeter
  • ATOM Kids
  1. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  • კერნელი
  • Calen Ai
  • Artistio
  1. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • ლიდერი
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
  • საქართველოს ეტლების საწარმო
  1. გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
  • აბბეტიმეო
  • სადგურიBahnhof Station
  • უდაბნო
  1. გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
  • Store
  • პაცცა
  • ეპიზოდი

 

წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ -გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) -მწვანე ინიციატივებისთვის.

 

ნაწილობრივ შეიცვლა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც.წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი ნომინაციაში-გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი,  კვლევითი კომპანია ANOVAუზრუნველყოფს.

 

ბიზნეს დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 - მა კომპანიამ გამოთქვა. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნესსოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, სულ ცოტა დრო დარჩა.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარისპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.