გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: პასუხი უფრო “ზევიდან” გვჭირდება, რამდენად ნორმალურად, უფრო სწორედ კი მეგობრულად მიაჩნიათ საქართველოში ძებნილ და ბრალდებულ კეზერაშვილთან კურტ ვოლკერის ალიანსი?

16-11-2022

რას უნდა მივაწეროთ საკმაოდ ცნობილი ამერიკელი დიპლომატისა და პოლიტიკოსის კურტ ვოლკერის და ძებნილი და ბრალდებული კეზერაშვილი ერთგვარი ალიანსი?! დავიჯეროთ ამის შესახებ ოფიციალური ამერიკული სტრუქტურებმა არაფერია არ იციან თუ უბრალოდ სანამ რესპუბლიკელები გაძლიერდებიან აშშ-ს ხელისუფლებაში მანამდე ვიღაცები მაინც ცდილობენ უნიჭო სპექტაკლების დადგმა- მოსწრებას?! კითხვებს მინიმუმ პასუხები მაინც ჭირდება. ოღონდ, მოპასუხედ ელჩი კელი დეგნანი არ გამოდგება - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მტერსაც და მოყვარესაც აუცილებლად უნდა შევახსენოთ, სააკაშვილიც ძებნილ და ბრალდებული გახლდათ, უკრაინის ხელისუფლება კი სხვადასხვა თანამდებობაზე ნიშნავდა.

 

„მსოფლიო, რომ ძალიან არეულია ამაზე უკვე არ ვდავობთ, დიდი ქვეყნები თუ დიდი მოთამაშეები შეცდომებს შეცდომებზე რომ უშვებენ ესეც ფაქტია. ყველამ თვის თავს უნდა მიხედოს, კი ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არაა საქმე. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია, აგერ ევროკომისარი ვარჰეიც იყო ჩამოსული და პირდაპირ თქვა სამხრეთ კავკასიის პროდასავლური "კუნძული" და მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ევროპისკენ გამტარებელი საქართველო, დიახაც რომ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობასო. მაგრამ, ეს მაგრამ არის, რომელიც ხელისშემშლელ ფაქტორად, რომ გვევლინება ხოლმე...თუ ვინმე უნდა იყოს ჩვენს მერე, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციით დაინტერესებული, რა თქმა უნდა სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა მათი მხრიდან, სამწუხაროდ არამარტო „უცნაურ“ განცხადებებს ვაწყდებით, არამედ საპირისპირო ქმედებებსაც! სხვანაირად როგორ აიხსნება, რომ გარკვეული ამერიკელების მხრიდან პირდაპირ ხდება, საქართველოს ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების, და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების წახალისება?! რას უნდა მივაწეროთ საკმაოდ ცნობილი ამერიკელი დიპლომატისა და პოლიტიკოსის კურტ ვოლკერის და ძებნილი და ბრალდებული კეზერაშვილი ერთგვარი ალიანსი?!

 

დავიჯეროთ ამის შესახებ ოფიციალური ამერიკული სტრუქტურებმა არაფერია არ იციან თუ უბრალოდ სანამ რესპუბლიკელები გაძლიერდებიან აშშ-ს ხელისუფლებაში მანამდე ვიღაცები მაინც ცდილობენ უნიჭო სპექტაკლების დადგმა- მოსწრებას?! კითხვებს მინიმუმ პასუხები მაინც ჭირდება. ოღონდ, მოპასუხედ ელჩი კელი დეგნანი არ გამოდგება-თუ იმას გავიხსენებთ, როგორ გაიკვირვა „ვინც რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას გთხოვთ რუსული „გრუ“-ს ნარატივით გესაუბრებათო,“ დავიჯეროთ უკრაინელი ოფიციალური პირების მოწოდებები მოსმენილი თუ არა ყურმოკრულიც არ ჰქონდა?! ტექნიკური მთავრობის მომხრე და არჩევნების მცდარი ციფრებით მოვაჭრე არასამთავრობო ორგანიზაციის ISFED-ს მის მიერ დაცვას თავი, რომ დავანებოთ.

 

პასუხი უფრო „ზევიდან“ გვჭირდება, რამდენად ნორმალურად, უფრო სწორედ კი მეგობრულად მიაჩნიათ საქართველოში ძებნილ და ბრალდებულ კეზერაშვილთან კურტ ვოლკერის ალიანსი? სამაგალითოდ კი ყველას, მტერსაც და მოყვარესაც აუცილებლად უნდა შევახსენოთ, სააკაშვილიც ძებნილ და ბრალდებული გახლდათ, უკრაინის ხელისუფლება კი სხვადასხვა თანამდებობაზე ნიშნავდა, საბოლოოდ კი საქართველოში შემოიპარა (თუ შემოაპარეს?!), დღეს კი ციხესა და საავადმყოფოს შორის „მოგზაურობს!“,- წერს ნიკოლეიშვილი.