გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ედიშერ გვენეტაძე: ოლიგარქი კეზერაშვილი არის კოლექტიური სახე ნაცმოძრაობის, რომლის რეანიმაციაც უნდათ ოკეანის გაღმა-გამოღმა მყოფ უბნელეს ძალებს, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერ საშინელებაზე წამსვლელნი არიან!

16-11-2022

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სამწუხაროა, მაგრამ ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებულ კეზერაშვილს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ჰყავს დამცველები, რომლებიც ცდილობენ მის შენარჩუნებას!

 

ექსპერტი იზიარებს შათირიშვილის პათოსს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქართველმა ხალხმა მომავალში განათლებას მიაქციოს ყურადღება და არ მისცეს უფლება სხვადასხვა დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის დესტაბილიზაციის!

 

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფოს, ჯარის და ხალხის მძარცველს! ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებულ კეზერაშვილს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ჰყავს დამცველები, რომლებიც ცდილობენ მის შენარჩუნებას! ოლიგარქი კეზერაშვილი არის კოლექტიური სახე ნაცმოძრაობის, რომლის რეანიმაციაც უნდათ ოკეანის გაღმა-გამოღმა მყოფ უბნელეს ძალებს, რომლებიც ფულის სანაცვლოდ იქაც და აქაც ყველაფერ საშინელებაზე წამსვლელნი არიან!

 

ამიტომაც ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი წამოყენებულ მოსაზრებებს და მის მიერ გარე და შინა საშინელი ძალებისადმი გამოთქმულ მამხილებელ პოლიტიკურ ბრალდებებს! აუცილებელია ქართველმა ხალხმა მომავალში განათლებას მიაქციოს ყურადღება და არ მისცეს უფლება სხვადასხვა დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის დესტაბილიზაციის!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.