გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნაცმოძრაობის წევრ დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდება

16-11-2022

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ნონა მამულაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.


ნონა მამულაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა.


კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტმა მოამზადა დასკვნა.


დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.


ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრი საარჩევნო სუბიექტის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” პარტიული სიით გახდა და დღემდე ამავე ფრაქციის წევრია.