გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილზე: წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევაა - თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაც პრორუსი პოლიტიკოსი

16-11-2022

მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით თუ როგორ ინიშნებიან ადამიანები ევროკომისიაში და ვის წარმოადგენს ევროკომისარი - მზად ვართ ეს ლექციები ჩავუტაროთ,- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას.


მისივე განმარტებით, ოლივერ ვარჰეის კრიტიკა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ბრიუსელში საქართველოს წარმოადგენდა რვა წლის განმავლობაში, სამარცხვინოა.


„სამარცხვინოა გაფართოვების საკითხებში ევროკომისრის წარმოდგენა ისე, თითქოს ის არის პრორუსი პოლიტიკოსი. სამადაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა. ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო, თუ მართლა პროგრესი და წინსვლა გინდა. არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ილაპარაკა ასე, მისი პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ თურმე ვარჰეი ევროკავშირს კი არ წარმოადგენს, უნგრეთს წარმოადგენს. მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით იმაში, ევროკომისიაში თუ როგორ ინიშნებიან ადამიანები და ვის წარმოადგენს ევროკომისარი - კონკრეტულ ქვეყანას თუ ევროკომისიას და ევროკავშირს. მზად ვართ, თუ მათ სჭირდებათ, მათ ეს ლექციებიც ჩავუტაროთ. ესაა დადასტურება იმისა, თუ როგორ ალტერნატიულ რეალობაში უნდათ საზოგადოება აცხოვრონ, თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაცა პრორუსი პოლიტიკოსი,- განაცხადა სამხარაძემ.


ის ასევე გამოეხმაურა დეოლიგარქიზაციის თაობაზე ევროკომისრის განცხადებას და აღნიშნა, რომ დეოლიგარქოზაციის კანონზე ვარჰეის განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია იმის, რასაც ამბობს "ქართული ოცნება".


"ჩვენ ვაპირებდით კანონის მიღებას, რომელიც დაადგენდა ჩარჩო კრიტერიუმებს თუ ვინ შეიძლება შეირაცხოს ოლიგარქად და როგორ შეიძლება მას შეეზღუდოს გავლენები როგორც პოლიტიკაზე, ასევე მედიაზე და სხვა სექტორებზე. ამიტომ ჩვენი და ევროპელი კომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ თავიდანვე მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ, ისინი ვერ გაერკვნენ კანონის რაობაში. მათი მიზანია, კანონში ყოფილიყო სახელები და გვარები, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონები კონკრეტულ გვარებს არ ერგება. ამას უნდა მიეჩვიონ. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, არ ვიცით, უკრაინულ კანონზე რამდენად სწრაფად იქნება პოზიცია. როგორც კი იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებთ,"- განაცხადა სამხარაძემ.


შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, რომელიც არის პუტინის პოზიციების მოკავშირე. მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დარჩენილია მხოლოდ ორბანის პარტიის იმედად, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ იქნება ძლიერი მოკავშირე.