გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

GITA - ს მხარდაჭერით, DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

16-11-2022

GITA - ს მხარდაჭერით, DataFest Tbilisi, მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი, 17-19 ნოემბერს თბილისში, Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ში გაიმართება.


DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება.


მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით დაესწრებით:


მონაცემთა ანალიტიკა

ვორკშოპები, დატატონი და დისკუსია მონაცემთა ანალიტიკის უახლესი მოდელებისა და ინსტრუმენტების შესახებ.


მონაცემთა ჟურნალისტიკა

ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები,  პრეზენტაციები და დატათონი მონაცემთა ჟურნალისტიკის, სთორითელინგისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გარშემო.


მონაცემთა ვიზუალიზაცია

პრაქტიკული ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, დატათონი და მენტორობის პროგრამა ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით.


მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა

ვორკშოპები, დატათონი და პანელური დისკუსიები ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის.

 

 

მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი

ვორკშოპები და დისკუსიები მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

DataFest Tbilisi 2022-ის ხუთივე მიმართულებაში ინტეგრირებულია მისინფორმაციის თემა.  სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრები და ვორკშოპები ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ კამპანიებზე, მეთოდებსა და მათთან ბრძოლის ტექნიკებზე მოგითხრობთ.


DataFest Tbilisi უმასპინძლებს The Glass Room Misinformation გამოფენასაც. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას.


სტარტაპების ექსპოს თემა ანტრეპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის იქმნება, აერთიანებს პანელურ დისკუსიებსა და საუბრებს სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ.

 

DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 3 დღეს გრძელდება და იწვევს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას, თუ ვიზუალიზაციას უკავშირდება. ქმნის დინამიკურ და მეგობრულ გარემოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ნეთვორქინგის, ახალი თანამშრომლობების მოძიებისათვის.


DataFest Tbilisi აერთიანებს ტოპ და შუა რგოლის მენეჯერებს, მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.

DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet - არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის   მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.


დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს www.datafest.ge.