გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რატომ არ შეხვდნენ ახალარჩეულ მერს ყოფილი მერი და სამსახურების ხელმძღვანელები

29-11-2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე რამდენიმე წუთს წინ უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. 

მან უკვე დაიკავა მერის კაბინეტი და ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა. 

ადმინისტრაცციულ შენობაში ახალ მერს არც ყოფილი მერი და არც მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელები არ შეხვდნენ. მერიის თანამშრომლები კი სიტუაციას ფანჯრებიდან, ან აივნებიდან აკვირდებოდნენ. 

ეთადერთი, ვინც შარაშენიძეს შეხვდა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურს უფროსი, ბესო მელუა იყო. მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთანაც: "მე შევხვდი ბატონ კოტეს და მივულოცე. ვერ გეტყვით რატომ არ არიან სხვა ხელმძღვანელი პირები. რაც შეეხება ყოფილ მერს, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ის არ იმყოფება ქალაქშ"-გვითხრა მელუამ. 

წყარო: "გურიის მოამბე"